|
|
მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით შპს “საქართველოს შემფასებელთა და აუდიტორთა ჯგუფის” ოფიციალურ საიტზე.
“ჯგუფის” მომსახურების სფეროს წარმოადგენს შეფასება და კონსულტაცია, სადაც მუშაობენ უძრავი ქონების შეფასების და აუდიტის სერთიფიცირებული სპეციალისტები. “ჯგუფის” საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:
- უძრავი ქონების შეფასება. უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობის, დაუსრულებელი მშენებლობის, მიწის ნაკვეთის, ბინების, კერძო სახლების (ქალაქის და ქალაქგარეთ განთავსებული) ღირებულების განსაზღვრა ყველა მიზნით (ბუღალტრული ანგარიშსწორება, კონსულტაცია, იურიდიული, სასამართლო, სადაზღვევო და სხვ.).
- საწარმოს შეფასება (ბიზნესის შეფასება, აქციები);
- ტექნოლოგიური, საწარმოო და სამეურნეო დანადგარების შეფასება;
- ინტელექტუალური საკუთრების შეფასება;
- მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტის შეფასება;
- საფრენი აპარატებისა და მცურავი საშუალებების შეფასება;
- ფასიანი ქაღალდების შეფასება;
- საბადოების შეფასება;
- საინვესტიციო კონტრაქტების შეფასება;
- ბიზნეს გეგმების შედგენა;
- საწარმოთა საფინანსო სამეურნეო საქმიანობის ანალიზი;
- იურიდიული და ფიზიკური პირების დაკრედიტების ხელშეწყობა (ხელშეწყობა საკრედიტო ორგანიზაციების მოძიების საკითხში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ბიზნეს-გეგმის მომზადება; დაკრედიტების სათანადო საბუთების შეგროვებისა და მომზადების ხელშეწყობა.)
- ინვენტარიზაციის ჩატარება;
- სხვა მომსახურება;
|